суббота, 21 июля 2018 г.

                                               მეცხრე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღეც ჩვეულებისამებრ დავიწყეთ ნასწავლის თავმოყრით.დავასრულეთ ფასილიტაციის რესურსი. მოვამზადეთ ნამუშევარი წარსადგენად.გადავხედეთ პორთფოლიოს და მოვახდინეთ მისი დასრულება.ამის შემდეგ ტრენერის დახმარებით მოვახდინეთ პორტფოლიოს ატვირთვა გუგლ დრაივზე და გავაზიარეთ ბლოგზე.პროექტის პორტფოლიოზე მივიღეთ და გავეცით უკუკავშირი.
მოვახდინეთ ინტელის ძირითადი კურსის შეფასება.
ეს ტრენინგი საინტერესო და ნაყოფიერი გამოდგა,აუცილებლად გამოვიყენებ ნასწავლ მასალას მოსწავლეებთან.
მადლობა ტრენერ-ნინო კოკილაშვილს ასეთი საინტერესო ტრენინგისთვის , იმ ყურადღებისთვის და სითბოსთვის რასაც იჩენდა თითოეული მონაწილისათვის

ჩემი პროექტის პორტფოლიო

      გთხოვთ დაათვალიერეთ და შეაფასეთ ჩემი ნამუშევარი

четверг, 19 июля 2018 г.

                                                   VIII-დღის რეფლექსია
თავი მოვუყარეთ ნასწავლ მასალას. გავეცანით:  ისტ-ის სტანდარტს ესგ-დან, მოვისმინეთ ტრენერის პრეზენტაცია თემაზე ,,ფასილიტაცია ტექნოლოგიებით",დავრეგისტრირდით padlet-ზე და შევქმენით სუფთა დაფა.ჩავატარეთ გამოკითხვა googl.fom და ავიღეთ ლინკი და ჩავაშენეთ ბლოგზე. შევქმენით ფასილიტაციის რესურსი.
დღემ ნაყოფიერად ჩაიარა
                     
                   

вторник, 17 июля 2018 г.

                                          მეშვიდე დღის რეფლექსია
გავიხსენეთ ნასწავლი მასალა,შემდეგ ერთმანეთს გავუზიარეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.ტრენერისგან მოვისმინეთ ლექცია ,,სწავლის სტილი და მრავალმხრივი ინტელექტი"გავეცანით შეფასების რუბრიკებს,მოვისმინეთ ტრენერის პრეზენტაცია ,,შეფასების სქემაზე"
შევავსეთ თვითშეფასების კითხვარი დიფერენციალურ სწავლებისთვის.
გავეცანით და ვნახეთ ტრენერის მიერ მოწოდებული გვერდი რუბრიკებისათვის აქედან შევარჩვიეთ ჩვენი პროექტისთვის მორგებული რუბრიკა და ჩავსვით შეფასებაში.
შევავსეთ პროეტი დიფერენცირებული სწავლებისთვის.დღემ ნაყოფიერად ჩაიარა
.

пятница, 13 июля 2018 г.

                                         VI-დღის რეფლექსია
გავიხსენეთ წინა დღეს ნასწავლი მასალა.ვისწავლეთ სასწავლო ნიმუშების შექმნა,ერთმანეთს დავუწერეთ კომენტარები პრეზენტაციებზე.შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი .ვისწავლეთ სურათების და გამოყენებული ლინკების ჩასმა გამოყენებულ ლიტერატურა-მარტივში,

среда, 11 июля 2018 г.

                                              მეხუთე დღის რეფლექსია
      დღევანდელი დღე საკმაოდ შრომატევადი და ძალიან საინტერესო იყო.როგორც ყოველთვის, შევაჯამეთ ნასწავლი მასალა.
     დავასრულეთ მასწავლებლის პროექტის პრეზენტაცია და ავტვირთეთ ბლოგზე(მოვახდინეთ ჩაშენება).
   განვიხილეთ 21-ე საუკუნის უნარჩვევების მიღწევაზე.
   ვისწავლეთ რა პუნქტებისგან უნდა შედგებოდეს პრეზენტაცია,googli-ს გამოყენებით მოვიძიეთ პრეზენტაციის შაბლონები,ნაწილი ელფოსტაზე ტრენერმა გამოგვიგზავნა, ამის შემდეგ შევავსეთ  და ავტვირთეთ გუგლდრაივზე, გავასაჯაროეთ,ავიღეთ ემბედ კოდი  და ჩავაშენეთ ბლოგზე.
    მადლობა ჩვენს ტრენერს ყურადღებისთვის და საინტერესო ტრენინგისთვის

ჩემი პროექტის წარდგენის პრეზენტაცია


понедельник, 9 июля 2018 г.

                                            მეოთხე დღის რეფლექსია
თავი მოვუყარეთ წინა დღეებში ნასწავ მასალას.ჩამოვწერეთ გონებრივი იერიშის საკვანძო კითხვები.ერთმანეთს დავუწერეთ კომენტარები. განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი.გავეცანით შეფასების 5 მიზანს,მათგან გამოვარჩიეთ დასაწყისის, მსვლელობის დროს და პროექტის ბოლოს შესაფასებელი მიზნები,
    გავარჩიეთ რა არის მეთოდი და რა -აქტივობა.
    შევქმენით ვორდის ფაილები:ვ-მ-ვ და რეფლექსიური ჟურნალი,რომელიც გამოვიყენეთ პროექტის გეგმის შესავსებად.
 დღე ნაყოფიერი აღმოჩნდა

воскресенье, 8 июля 2018 г.


მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
·      რა მეხმარება სამყაროს აღქმაში?

თემატური კითხვები
·      როგორ გამოიყენება მთელი რიცხვები სხვადასხვა პროფესიულ საქმიანობაში და რამდენად საჭიროა სხვადასხვა სამუშაოს შესრულებაში?
·      რამდენად ამარტივებს რაციონალური რიცხვების ცოდნა ცხოვრებას?

შინაარსობრივი კითხვები
·      როგორი რიცხვებია მოპირდაპირე?
·      როგორ შევკრიბოთ და გამოვაკლოთ მთელი რიცხვები?

пятница, 6 июля 2018 г.

                                                მესამე დღის რეფლექსია
      დღევანდელი დღე დავიწყეთ განვლილი მასალის თავმოყრით.ამის შემდეგ ერთმანეთს დავუწერეთ წინა რეფლექსიის კომენტარები.ვისწავლეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვა,სასწავლო პროექტებისთვის სტანდარტის განსაზღვრა,მიზნების შემუშავება,მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება,გავეცანით განახლებულ ბლუმის ტაქსონომიას ,21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს -სიტყვები.
    გავარჩიეთ  სტანდარტების დადგენა და სასწავლო მიზნების შემუშავება.გავეცანით ზოგად,თემატურ და შინაარსობრივ კითხვების ფორმულირებას.
დღემ ნაყოფიერად ჩაიარა

среда, 4 июля 2018 г.

                                                 მეორე დღის რეფლექსია
     
   გავიხსენეთ პირველ დღეს გავლილი მასალა.გავეცანით სასწავლო ღონისძიებების ეფექტურად დაგეგმვას,განვიხილეთ პორთფოლიოს შეფასების რუბრიკა,პუბლიკაციის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე.გავეცანით პროექტებზე დაფუძნებული სწავლის კვლევას., გამოცემის მომზადების ჩეკლისტს.ვნახეთ და გავარჩიეთ ბუკლეტების ნიმუშები.შევქმენით ბუკლეტი და დავიწყეთ მისი შევსება ,ვისწავლეთ მასში სურათების და მასალის ჩაწერა.
    დღემ საინტერესოდ ჩაიარა.

понедельник, 2 июля 2018 г.


პირველი დღის რეფლექსია

                        დღევანდელმა დღემ საინტერესოდ ჩაიარა.
      გავეცანით ერთმანეთს ჯგუფის წევრები და ტრენერი.    გავიარეთ საორგანიზაციო საკითხები.
      ვისწავლეთ ელექტრონული სახელმძღვანელოს გამოყენება.გავეცანით პროექტებზე დაფუძნებულ სწავლებას.ვნახეთ საინტერესო ვიდეოფილმი .გავეცანით პროექტის შექმნის შაბლონებს,21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს,რაც მოვათავსეს ახალ შექმნილ ფაილში.ტრენერმა დაგვირიგა პორთფოლიოს ჩეკლისტები,რომელსაც ეტაპობრივად ტრენინგის მსვლელობის დროს.
     შევქმენით blogi რაც ძალიან საინტერესოა.დავწერეთ პირველი დღის რეფლექსია

                                               მეცხრე დღის რეფლექსია დღევანდელი დღეც ჩვეულებისამებრ დავიწყეთ ნასწავლის თავმოყრით.დავასრულე...